საქართველოში სამედიცინო მომსახურების სფერო დღითიდღე იზრდება, მატულობს ახალი კლინიკებისა და ჰოსპიტალების რიცხვი, იზრდება მოთხოვნა სამედიცინო პერსონალზე.

ჩვენ გვაქვს ამბიცია და ვიღებთ პასუხისმგებლობას, ვიყოთ პროვაიდერი საუკეთესო სამედიცინო მომსახურების მისაღებად საქართველოში, როგორც ქართველი, ისე უცხოელი მომხმარებლისთვის, იმ შემთხვევაში კი, თუ თქვენთვის საჭირო სამედიცინო სერვისის მიღება საქართველოში შეუძლებელია და  გსურთ საზღვარგარეთ მკურნალობა, საუკეთესო კლინიკის შერჩევაშიც ჩვენ დაგეხმარებით და ვიქნებით თქვენი პირადი სამედიცინო მრჩეველი საქართველოში, თუ კოორდინატორი საზღვარგარეთ.

სამედიცინო ტურიზმის კომპანია  HTI Center (health and Tourism International Center ) მრავალწლიანი ტურისტული საქმიანობის გამოცდილებით სრულად მოერგება როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი მომხმარებლის მოთხოვნებს და შეგიქმნით კომფორტს სწორი არჩევანის გაკეთებაში. ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია სამედიცინო და ტურიზმის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სხვადასხვა პროფილის პროფესიონალებისგან, ჩვენ გვესმის და ზუსტად ვიცით, რა სურს პაციენტს და რა მოლოდინი აქვს მის თანმხლებს.

ქართული ტრადიციული სტუმართმოყვარეობის გათვალისწინებით, ჩვენი კომპანია ასევე გთავაზობთ უნიკალურ ტურებს საქართველოს მასშტაბით, როგორც ქართველ, ასევე უცხოელ ვიზიტორებს, ჩვენი სფეციფიკიდან გამომდინარე, ჩვენს მიერ თქვენთვის შერჩეული ტურები გამოირჩევა ჯანმრთელობაზე და სულიერ სიმშვიდეზე ორიენტირებულობით - სუფთა ჰაერი, ჯანსაღი გარემო და ბიო პროდუქტი. ასევე დაგიგეგმავთ თქვენს ინტერესებზე მორგებულ ტურებს საზღვარგარეთ.

5 მთავარი მიზეზი, რატომ უნდა მიმართოთ HTI Center-ს:

  • ჩვენ გირჩევთ მხოლოდ ჩვენს მიერ გამოცდილს;
  • გაგიწევთ სრულ ასისტენტირებას დოკუმენტაციის წარმოებიდან სამედიცინო სერვისის მიღებამდე;
  • მომსახურება დამატებითი ტურისტული სერვისების ჩათვლით (მგზავრობის ორგანიზება, სასტუმროს დაჯავშნა, დაზღვევა, სავიზო და გიდის მომსახურება);
  • ვიქნებით თქვენი კოორდინატორი სამედიცინო დაწესებულებაში საქართველოშიც და საზღვარგარეთ;
  • ჩვენ გთავაზობთ გულისხმიერ თანადგომას სამედიცინო დაწესებულებებთან და ექიმებთან ურთიერთობისას ხარისხზე პასუხისმგებლობით.

 

იყავით ჯანმრთელი, ჩვენი თანადგომის იმედით!