Deutsch Medic-ის  საიმედო  ხელში - გერმანული ხარისხი

Deutsch Medic-ის საიმედო ხელში - გერმანული ხარისხი

საერთაშორისო ტურიზმის გერმანული კომპანია Deutsch Medic GmbH  მხოლოდ ჩვენს პაციენტებს, გერმანიის სხვადასხვა კლინიკებში, სპეციალურ ფასებს და მომსახურების all-inclusive პაკეტებს სთავაზობს

ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრი HTI Center-ი განსაკუთრებული

წარმატებით თანამშრომლობს მსოფლიოში აღიარებულ გერმანულ კლინიკებთან. 

გერმანიის მრავალრიცხოვან კლინიკათა შორის ჩვენ არჩევანი შევაჩერეთ იმ

კლინიკებზე, რომელთაც საერთაშორისო პაციენტები უწევენ რეკომენდაციას და

რომელთა მომსახურების ხარისხი ფასებს ბევრად აღემატება. 

ჩვენი ცოდნა, საზღვარგარეთის კლინიკებთან თანამშრომლობის ხანგრძლივი

გამოცდილება, გვაძლევს საშუალებას ყოველი შემდეგი პარტნიორი შევარჩიოთ მეტი

დაკვირვებით, პაციენტთა ინტერესების გათვალისწინებითა და უპირველეს ყოვლისა

მთავარი ნიშნით - მაღალპროფესიონალი კადრების არსებობით. ასე შეირჩა გერმანიის

საუკეთესო კლინიკებს შორის 7 სხვადასხვა პროფილის კლინიკა:

 

ჩვენი პრემიუმ პარტნიორი - CONTILIA-ს ჯგუფისსაავადმყოფოები:

  • გერმანიის ქალაქ ესენის პირველი აკადემიური კლინიკა, Elisabeth-Krankenhaus(ელიზაბეტ კრანკენჰაუზ)- რომელიც 1843 წელს დაარსდა და დღემდე  მსოფლიოს სთავაზობს მრავალპროფილურ სამედიცინო სერვისს, დიაგნოსტიკიდან  დაწყებული, ურთულესი ოპერაციების ჩათვლით.
  • გულსისხლძარღვთა დაავადებების Rein Ruhr International Center (რეინ რურის საერთაშორისო ცენტრი) - თავად გერმანელები სწორედ ამ კლინიკას ანდობენ საკუთარ გულს, როგორც ყველაზე საიმედო და რეიტინგულ კლინიკას.
  • West German Internal Diseases and Surgery Center (დასავლეთ გერმანიის შინაგანი დაავადებებისა და ქირურგიის ცენტრი), რომელიც განსაკუთრებით მოთხოვნადია გასტროენტეროლოგიური პაციენტების მხრიდან.
  • Mother’s and Children’s Health Center (დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი), რეგიონის უმსხვილესი გინეკოლოგიური და ბავშვთა შობადობის რაოდენობით ქვეყნის  ლიდერი კლინიკა. 
  • Orthopedic Surgeon and Traumatology Clinic (ორთოპედიული ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის კლინიკა), ენდოპროთეზირების საუკეთესო გერმანული ხარისხი, მინიმალური ინვაზიური ოპერაციებით განთქმული სამედიცინო დაწესებულება.
  • Bodyguard- პროფილაქტიკური მედიცინის ცენტრი, რომელიც პაციენტებს სთავაზობს თანამედროვე რადიოლოგიის სრულ სპექტრს, უმაღლესი სიზუსტის დიაგნოსტირებას.
  • Diabetology Center (დიაბეტოლოგიის ცენტრი) - დიაგნოსტირება და დიაბეტის თანამედროვე საავტორო მეთოდებით კომპლექსური მკურნალობა -  ბავშვებში, ორსულებში, მოზარდებსა და ზრდასრულებში.

და ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი, ჩვენ გავაფორმეთ თანამშრომლობის მემორანდუმი გერმანიის საერთაშორისო ტურიზმის კომპანია Deutsch Medic GmbH - თან, რომელიც, მხოლოდ ჩვენი პაციენტებს, ჩამოთვლილ  კლინიკებში სპეციალურ ფასებს და მომსახურების all-inclusive პაკეტებს შესთავაზებს -  რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გაგამგზავრებთ გერმანულ ხარისხითან და საიმედოობასთან შესახვედრად.  

ტეგები: