“SANO”

“SANO”

“SANO” - მაღალკვალიფიციური სტომატოლოგიური მომსახურება კომფორტულ და სასიამოვნო გარემოში

„ჩვენ გვსურს, რომ თქვენ ჩვენი გუნდის ნაწილი გახდეთ და იყოთ ერთ-ერთი პირველი მათ შორის, ვინც მიიღებს მონაწილეობას საქართველოში სტომატოლოგიური ტურიზმის განვითარებაში“ - ამ სიტყვებით იწყება შემოთავაზების წერილი, რომელიც სტომატოლოგიურმა კლინიკა „SANO“-მ გამოგვიგზავნა.  

ადვილი არ იყო გადაწყვეტილების მიღება, საქართველოში არსებულ საუკეთესო სტომატოლოგიურ კლინიკებს შორის არჩევანი რამდენიმე მათგანზე შევაჩერეთ, დეტალურად შევისწავლეთ მათი საქმიანობა, დავრწმუნდით მომსახურების ხარისხში, საკუთარ თანამშრომლებზე და ოჯახის წევრებზე გამოვცადეთ და ასე გახდა ჩვენი პარტნიორი სტომატოლოგიური კლინიკა „SANO“.

„SANO“ - ლათინური სიტყვაა და ნიშნავს ჯანმრთელს. აქ ნამდვილად გარანტირებულია ჯანმრთელი და ეფექტური მომსახურება, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი და ხარისხიანი, უსაფრთხო და უმტკივნეულო მკურნალობა, კომფორტული, სასიამოვნო და მშვიდი გარემო. კლინიკის ხარისხის სამსახური უზრუნველყოფს მუდმივ მონიტორინგს მკურნალობისა და მომსახურების ხარისხზე.

ულტრათანამედროვე სტომატოლოგიური კლინიკა აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის სამედიცინო ინვენტარითა და აპარატურით. „SANO“-ში დაცულია სტერილიზაციის საერთაშორისო სტანდარტები. კლინიკის სასტერილიზაციო სივრცე გერმანული ფირმა ,,Schulke’’-ს მიერ არის დაპროექტებული. უმაღლესი ხარისხის სტერილურ სამუშაო გარემოს ექვსეტაპიანი სტერილიზაცია უზრუნველყოფს.

პაციენტის ჯანმრთელ პირის ღრუზე ზრუნავს „SANO“-ს გუნდის თითოეული წევრი. კვალიფიციური ექიმების დახმარებით თითოეულ პაციენტზე კომპლექსური და ესთეტიური სტომატოლოგიური მომსახურება ხორციელდება. კლინიკა სტომატოლოგიური პროცედურების ფართო სპექტრით გამოირჩევა, სადაც პაციენტებს შეუძლიათ მიიღონ ექიმის სრულყოფილი კონსულტაცია სტომატოლოგიური მომსახურეობის საჭიროების შესახებ. „SANO“-ში უმაღლეს დონეზეა შესაძლებელი პროფესიონალური დიაგნოსტიკა და მკურნალობის დაგეგმვა. კლინიკაში ასევე მიმდინარეობს პაციენტების მდგომარეობისა და ჩატარებული სამუშაოების მონაცემთა ბაზაში სრული ასახვა. ასევე წინასწარ ხდება მათი ინფორმირება ყოველი მომდევნო პროფილაქტიკური ვიზიტის შესახებ.

კლინიკის მენეჯმენტს განვითარების კიდევ მეტი ამბიცია აქვს და სწორედ ესაა მიზეზი „SANO“-ს მუდმივი წინსვლისა და წარმატების. კლინიკის ხარისხს უცხოელი პაციენტებიც ენდობიან და აღიარებენ.

“SANO“-ს დირექტორი სერგო გიგაია ამბობს:
„ინტერესი სტომატოლოგიური ტურიზმის მიმართ იზრდება და მისი მთავარი უპირატესობა საქართველოში გახლავთ ის, რომ ჩვენს პაციენტებს ეძლევათ შესაძლებლობა, მიიღონ მაღალი ხარისხის სტომატოლოგიური მომსახურება უახლესი აპარატურისა და მასალების გამოყენებით პროფესიონალი ექიმების მიერ. ამასთან, დაზოგონ დიდი ოდენობით თანხა, იმასთან შედარებით, რაც მათ საკუთარ ქვეყანაში უნდა დაეხარჯათ ტრადიციული მკურნალობისას. ამის ნათელი მაგალითია ის, რომ, თუ სხვა ქვეყანაში კბილის იმპლანტის ფასი იწყება 1500 დოლარიდან, საქართველოში ასეთი იმპლანტის ფასი იწყება 400 დოლარიდან.

სტომატოლოგიური კლინიკა „SANO“ ძალიან ამაყობს იმით, რომ მრავალი პაციენტი ჩამოდის აზერბაიჯანიდან, თურქეთინად, რუსეთიდან, ინგლისიდან, ამერიკიდან, საფრანგეთიდან, ყაზახეთიდან, ლიტვიდან, უკრაინიდან, საბერძნეთიდან და მოგვმართავს მკურნალობის ჩატარების მიზნით.

ჩვენ კლინიკაში შემუშავებულია პაციენტის მკურნალობის ინდივიდუალური გეგმა, მათი მოთხოვნების გათვალისწინებით.

ჩვენ ვუსმენთ პაციენტს და ვთავაზობთ მოლოდინზე გაცილებით მეტს!“.

სერვისები

შეთავაზებები

ექიმები

ტეგები: