დაამარცხე მრავლობითი სახსროვანი ანთება ბუნებრივი გზით

დაამარცხე მრავლობითი სახსროვანი ანთება ბუნებრივი გზით

HTI Center - ი და ბალნეოლოგიური კურორტი ერთობლივი შეთავაზებით საშუალებას გაძლევთ ისარგებლოთ 10%-იანი ფასდაკლებით ბუნებრივი გზით მრავლობითი სახსროვანი ანთების მკურნალობისას.

თუ გაწუხებთ კოკსართროზი, გონართროზი ან პოლიართროზი, ბალნეოლოგიური კურორტი სამკურნალო და ამავდროულად სასიამოვნო პროცედურებს გთავაზობთ. ფიზიოთერაპიების, მასაჟებისა და წყალქვეშა პროცედურების კომპლექსური პროგრამა მკურნალობის გარანტირებულ შედეგზეა ორიენტირებული.

აქციაში შედის:

  • ანალიზების ჩატარება (C რეაქტიული ცილის ეფექტიანობის დადგენა);
  • წყალქვეშა მასაჟი;
  • ფიზიოთერაპია (ელექტროფორეზი ან ფონოფორეზი);
  • ტალახის აპლიკაციები;
  • პარაფინის აპლიკაციები;
  • ქვედა კიდურის სამკურნალო მასაჟი;

ისარგებლეთ აქციით და დაამარცხეთ სახსროვანი დაავადებები, ბალნეოლოგიურ კლინიკაში. პროცედურებს ჩაატარებენ მაღალკვალიფიციური ექიმები. მასაჟის კურსებს გაუძღვებიან უცხოეთში გადამზადებული სპეციალისტები. თითქმის ყველა თერაპიაში გამოიყენება გოგირდის წყლები, რაც გარდა იმისა, რომ კონკრეტული პრობლემის მკურნალობაზეა ორიენტირებული, არაერთი დადებითი თვისების მატარებელიცაა. ტალახის აპლიკაციებისთვის გამოიყენება უნიკალური ახტალის ტალახი, რომელიც გაჯერებულია მიკროელემენტებით და მინერალებით. ის ასევე შეიცავს ბუნებრივ ანტიბიოტიკებს, რაც აქრობს ანთებით პროცესს. რაც შეეხება პარაფინის აპლიკაციებს, მას აქვს ძლიერი სითბური მოქმედება. პროცედურის დროს ორგანიზმიდან გამოიდევნება დიდი რაოდენობით სითხე, ტოქსინები და შლაკები.

იმისათვის, რომ აღნიშნული აქციით ისარგებლოთ, გთხოვთ წინასწარ დაგვიკავშირდეთ, ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრის ნომერზე: 595 38 00 38.

ტეგები: