მანგლისი

მანგლისი

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1200 მეტრზე, მდინარე ალგეთის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს ისტორიული დაბა მანგლისი. მანგლისი და მანგლისის ხეობა მოხსენიებულია ქართლის ცხოვრებაში IV საუკუნეში; აღმოსავლეთით - დიდგორის და ბენდერ-ბენდენის მთის კალთები, დასავლეთით - არჯევნის, იგივე კადკაია-კაჩკაიას ქედი და საკრისის მთა, რომელსაც რუსულენოვანი მოსახლეობა ყვითელ მთას უწოდებს (რუს. Жёлтая гора), სამხრეთით ბენდერის, იგივე ბედენის ქედი, ჩრდილოეთით კი დიდგორის ქედი, სოფელს გასაოცარ კლიმატურ და ლანდშაფტურ ღირებულებას სძენს. 

1682 წლამდე მანგლისში ინახებოდა იმ ჯვრის ლურსმანი, რომელზეც ბიბლიური გადმოცემის თანახმად გააკრეს იესო ქრისტე. მანგლისში მდებარეობს ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლი - მანგლისის მარიამ ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, რომელიც ქართულ ლიტერატურაში მეოთხე საუკუნიდან მოიხსენიება.
მანგლისი გამოირჩევა მცირე წყაროთა სიმრავლით. ექიმები ხშირად ურჩევენ პაციენტებს ფილტვის ტუბერკულოზის დახურული ფორმით, ბრონქული ასთმის იოლი და საშუალო ფორმების დროს მანგლისში გაატარონ ზაფხული. სოფლის მოსახლეობა ფერმერული საქმიანობითაა დაკავებული და თქვენი დასვენება კიდევ უფრო სასარგებლო ხდება ადგილობრივი ბიოპროდუქტების მოხმარებით.