პულმონოლოგია

პულმონოლოგია

პულმონოლოგია უზრუნველყოფს სამედიცინო დახმარებას პაციენტებისთვის ფილტვის დაავადებების ფართო სპექტრით, მაქსიმალურად ეფექტუ მულტიდისციპლინარული მიდგომის გაომყენებით. ის ახდენს ფილტვების და სუნთქვის ისეთი პათოლოგიური მდგომარეობების დიაგნოსტირებას და ინდივიდუალურ მკურნალობს, როგორიც არის:

  • ძილთან დაკავშირებული სუნთქვის დარღვევა (აპნოე, ჰიპოპნოე)
  • ფილტვის ალერგიული ან ინფექციური დაავადებები (მაგ. ასთმა, პნევმონია, ბრონქიტი)
  • მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი
  • ფილტვის ემბოლია
  • ცისტური ფიბროზი, სარკოიდოზი ან სხვა სისტემური დაავადებები, რომლის დროს ხდება სასუნთქი სისტემის დაზიანება
  • ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება ფქოდ (ემფიზემა, ქრონიკული ბრონქიტი)
  • ფილტვის სისხლძარღვების დაავადებები (მაგ. ფილტვისმიერი ჰიპერტენზია)
  • ფილტვის ინტერსტიციული დაავადებები (მაგ. ასბესტოზი, სილიკოზი, რადიაციით ან ქიმიოთერაპიით ინდუცირებული, იდიოპათიური ფილტვის ფიბროზი)
  • სასუნთქი სისტემის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნე

სპეციალიზირებული პულმონოლოგიური პროცედურები ან დიაგნოსტიკური ტესტები, რომლებიც შესაძლოე დასჭირდეს პაციენტს:

  • ბრონქოსკოპია
  • სპირომეტრია - სუნთქვისას აირის ნაკადის სიჩქარის დადგენა და ფილტვების ზომის გამოთვლა
  • ფილტვების დუფუზური უნარის გამოკვლევა - აფასებს რამდენად კარგად გადადის ჟანგბადი ფილტვებში ჩასუნთქული აირიდან სისხლში
  • პლეტიზმოგრაფია - ადგენს ფილტვების მოცულობას
  • სასუნთქი კუნთების ძალის დადგენა
  • არტერიული სისხლის გაზების დადგენა
  • ღამის ოქსიმეტრია (სისხლში ჟანგბადის დონე)
  • ოქსიმეტრია ფიზიკური აქტივობის პროცესში

 

ტეგები: