გინეკოლოგია

გინეკოლოგია

გინეკოლოგია და მეანობა უზრუნველყოფს ქალის ჯანმრთელობის მრავალმხრივ სამედიცინო დახმარებას მთელი ცხოვრების განმავლობაში, მათ შორის სქესობრივი მომწიფების, ორსულობის მშობიარობის და პოსტ-მენოპაუზის პერიოდში. ექიმი-სპეციალისტი ახდენს ისეთი პათოლოგიური მდგმარეობების დიაგნოსტიკას როგორიც არის: კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი გენიტალური სიმსივნე, საშვილოსნოს ფიბროიდი, საკვერცხეების პოლიკისტოზის სინდრომი, ენდომეტრიოზი, გენიტალური სისტემის განვითარების თანდაყოლილი ანომალიები, მენჯის ფსკერის სისუსტე, ორსულობის გართულებები, მენსტრუალური ციკლის დარღვევები, უნაყოფობა და სხვა.

ამბულატორული გინეკოლოგიური სერვისი მოიცავს:

  • ამბულატორული კონსულტაცია, ოჯახის დაგეგმარება
  • კოლპოსკოპია
  • საშვილოსნოს ყელის PAP ტესტი
  • ცერვიკალური ფიოფსია
  • დიათერმოკოაგულაცია (LLETZ)
  • კრიოთერაპია
  • ჰისტეროსკოპია
  • საშვილოსნოსშიდა სპირალის ჩაყენება

წარმოებული გინეკოლოგიური ოპერაციები:

  • ლაპაროსკოპიული სრული ჰისტერექტომია, სუბტოტალური ჰისტერექტომია, ვაგინალური ჰისტეროქტომია, მიომის ამოკვეთა, ენდომეტრიოზის მკურნალობა
  • საშვილოსნოს პროლაფსის მკურნალობა, მათ შორის მენჯის ფსკერის გამაგრებით ან გავა-წვეთოვანი ფიქსაციით
  • შეუკავებლობის ქირურგიული მკურნალობა
  • საკვერცხეების ლაპაროსკოპიული ცისტექტომია, ოოფორექტომია
  • საშვილოსნოსგარე ორსულობის ლაპაროსკოპიული მკურნალობა
  • ლაპაროსკოპიული ან ჰისტეროსკოპიული სტერილიზაცია
  • ენდომეტრიუმის აბლაცია

მეანობა უზგრუნველყოფს ორსული ქალის აუცილებელ რუტინულ პრენატალურ მეთვალყურეობას ორსულობის განმავლობაში და ჯანმრთელ, უსაფრთხო მშობიარობის პროცესს, ასევე ის აწვდის მრავალპროფილურ გაფართოებულ სამედიცინო დახმარებას ორსულებს რომლებსაც აღენიშნება ორსულობამდე არ ორსულობის დროს დიაგნოსტირებული ისეთი გართულებები, როგორიც არის კარდიოვასკულური დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერტონია, საშვილოსნოს ყელის უკმარისობა ან ნაადრევი მშობიარობის მაღალი რისკი. ამავე დროს სამეანო დიაგნოსტიკის მეშვეობით შესაძლებელი ხდება ნეყოფის ანომალიების პრენატალური გამოვლენა და კონტროლი (მაგ. გულის მალფორმაცია, ჰიდროცეფალია, კუჭ-ნაწლვის ტრაქტის დეფექტი, ქრომოსომული ანომალია და სხვა). 

 

ექიმები

კლინიკები

ტეგები: