ბიოლი

ბიოლი

ჯანმრთელობა ეს ის აუცილებელი პირობაა, რომელიც ყველას უნდა რომ ქონდეს. თუმცა გვავიწყდება, რომ ჯანმრთელობაზე ზრუნვაა საჭირო. არასწორი კვება, არასწორი ფიზიკური აქტივობა, ფსიქოლოგიური გადატვირთვები, ქრონიკული ინტოქსიკაციები, ძილის დარღვევა, დაავადებები, ეს ის ჩამონათვალია, რომელიც მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული. ჩვენი ამოცანაა პირველ ხუთ სტრეს-ფაქტორთან ბრძოლა, რათა აღვადგინოთ ბალანსი და შედეგად, მოვახდინოთ დაავადებების ადრეული პრევენცია. სწორედ ამაში მდგომარეობს ბიოლის ფილოსოფია. ბევრი ადამიანი სვამს კითხვას, რა არის BIOLI?! ერთნი ფიქრობენ, რომ ეს არის სანატორიუმი სწორი კვებით. ზოგი ამას აღიქვამს, როგორც კურორტს მთის სუფთა ჰაერით, სხვები კი - როგორც სარეაბილიტაციო ცენტრს, სპას ან სულაც „გასახდომ“ ცენტრს, ეს ის ადგილია სადაც შესვლისთანავე თავს საიმედო ხელში იგრძნობთ. პირველი საფეხური თქვენი "გენეტიკური პასპორტის" შედგენაა, რათა ინახოს ორგანიზმის სუსტი მხარეები და შედგეს პერსონალური სამკურნალო გეგმა, რომელიც მოიცავს სპეციალურ მენიუს, ფიზიკურ აქტივობებს, სპა-პროცედურებს, ორგანიზმის დეტოქსიკაციის პროცედურებს, ძილის რეგულაციის და მოსაწესრიგებელ პროცედურებს და ასევე სხვადასხვა აპარატული მეთოდებს. კრისტალურად სუფთა ჰაერი, ულამაზესი ხედები, კულტურული პროგრამა, გამოცდილი სამედიცინო სპეციალისტები, დამეთანხმებით, რომ ბიოლში ყველა რესურსია, იმისათვის რომ თქვენს ჯანმრთელობაზე იზრუნოთ და თავი კარგად იგრძნოთ.

   

სერვისები

შეთავაზებები

ტეგები: