ბალნეოლოგიური კურორტი

ბალნეოლოგიური კურორტი

ეს ადგილი ლეგენდაა თბილისზე - ბალნეოლოგიური კურორტი, რომლის ისტორიაც მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში იწყება. მაშინ თბილისს გერმანელი გეოლოგებისა და მეცნიერების ჯგუფი ესტუმრა. მათმა კვლევამ გოგირდოვანი წყლების შესახებ, გააჩინა აზრი იმისა, რომ თბილისში, ქალაქის შუაგულში, 200 ჰექტარზე საკურორტო ქალაქი გაშენებულიყო. მეორე მსოფლიო ომმა, ამ იდეის მასშტაბები შეამცირა. 1938 წელს კი ბალნეოლოგიურმა კურორტმა პირველი სტუმრები მიიღო. ნებივრობა გოგირდოვან წყლის სტიქიაში, არაერთი ქართველი თუ უცხოელი სტუმრის საყვარელ საქმიანობად იქცა. კურორტს ხშირად სტუმრობდნენ ცნობილი ადამიანებიც. მათ მრავალრიცხოვან სიაში კი პირველ პოზიციებს, ინდირა განდი და ლავრენტი ბერია იკავებდნენ. მათი კუპეები შენობაში დღემდე მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. დღეს კი ბალნეოლოგიური კურორტი, განვითარების ახალ საფეხურზეა. დაწყებულია შენობის სრული რესტავრაცია. ვინაიდან კურორტი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ინარჩუნებს, ამჟამინდელ მფლობელებს, შენობის იერსახის შენარჩუნება ევალებათ, რასაც ‘’მეიდან ჯგუფი’’ წარმატებით ასრულებს და ინსტრუქტაჟს ზედმიწევნით მიჰყვება. მათი მთავარი მიზანი, ბალნეოლოგიური კურორტის ისტორიის შენარჩუნება და თანამედროვე სტანდარტების დანერგვაა. შენობა ამ ეტაპზე სრულად არის აღჭურვილი უახლესი აპარატურით.

  ბალნეოლოგიური კურორტი მომხმარებელს ფართო სპექტრის მომსახურებას სთავაზობს:

  1. ექიმ-სპეციალისტთა კონსულტაციებს;
  2. გამაჯანსაღებელ პროცედურებს;
  3. სარეაბილიტაციო პროცედურებს;
  4. სარელაქსაციო პროცედურებს;
  5. ბალნეო პროცედურებს;
  6. მანუალურ თერაპიას;
  7. ფიზიო-თერაპიულ მკურნალობას;

თუმცა პირველი რაც აქ მოსულმა პაციენტმა უნდა იცოდეს, ეს გოგირდოვანი აბაზანების დადებითი თვისებებია. ბუნებრივად ცხელი და სამკურნალო თვისებებით გაჯერებული წყალი, ამავე ტერიტორიაზე მოიპოვება. ის უებარი წამალია რევმატიზმის დროს, ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგებას, მკურნალობს სახსრების ტკივილსა და კანის დაავადებებს. გარდა ამისა გასათვალისწინებელია ისც, რომ თითოეულ პაციენტს მასზე მორგებული პროგრამა ენიშნება, რომელზეც კვალიფიციური ექიმები ზრუნავენ. ბალნეოლოგიური კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტის მქონე ლაბორატორიითაც.

კურორტი  ბალნეო პროცედურებით გამორჩევა, რაც თავის მხრივ კიდევ არაერთ თერაპიას მოიცავს:

  1. გოგირდის აბაზანები;
  2. ტალახის აპლიკაციები;
  3. პარაფინის აპლიკაციები;
  4. მშრალი გაჭიმვა / წყალქვეშა გაჭიმვა;
  5. წყალქვეშა მასაჟი;
  6. მარგალიტოვანი აბაზანა;
  7. ცირკულარული / აღმავალი შხაპი;
  8. შარკოს / შოტლანდიური შხაპი;
  9. ჰიდროკოლონოთერაპია;

ბალნეოლოგიური კურორტი მომხმარებელს ლიმფოდრენაჟსაც სთავაზობს, რაც სპეციალურ თერმოკომბინიზონს გულისხმობს. ეს პროცედურა ებრძვის ჭარბ წონას, ასევე აქვს ანტიცელულიტური ეფექტი, ორგანიზმს ათავისუფლებს ტოქსინებისგან, საუკეთესო გამოსავალია ვარიკოზული ვენების დროს, ხსნის ქვედა კიდურების ტკივილს და პროცედურის დროს მიმდინარეობს კანის აღდგენის პროცესი.

კლინიკას სულ ახლახან შეემატა უახლესი აპარატი, რომელიც ორიენტირებულია ენდოსკოპიაზე. მისი მეშვეობით უმტკივნეულოდ ხდება პაციენტის საჭმლის მომნელებელი სისტემის გამოკვლევა. (გასტროსკოპია, კოლონოსკოპია, ბრონქოსკოპია).

ბალნეოლოგიური კურორტი მომხმარებელს ესთეტიკურ მომსახურებასაც სთავაზობს. სპა ცენტრის, სოლარიუმისა და ლაზერის უახლესი აპარატის გარდა, კლინიკა კოსმეტოლოგიის მიმართულებითაც არაერთ პროცედურას გვთავაზობს.

  • დერმატო კოსმეტოლოგის კონსულტაცია;
  • სახის ღრმა წმენდა;
  • ქიმიური პილინგი;
  • ჰიდრადერმია;
  • პროცედურა Age Summan;
  • კონტურული პლასტიკა ფილერით;
  • კონტურული პლასტიკა პრეპარატით (RADIESSE);
  • ბიორევიტალიზაცია;
  • პლაზმათერაპია PRP;
  • ბოტულინოთერაპია (DISPORT);

ბალნეოლოგიური კურორტი, რეაბილიტაციას 2020 წელს დაასრულებს და ამ დროისთვის მომხმარებელს საშუალება ექნება, კლინიკის გარდა სასტუმროს მომსახურებითაც ისარგებლოს. კურორტი ქალაქის შუაგულშია, რაც სტუმრებს საშუალებას აძლევს ჯანმრთელობასა და სილამაზეზე ზრუნვის გარდა, თბილისის არაჩვეულებრივი ხედებითაც დატკბნენ.

სერვისები

შეთავაზებები

ტეგები: