Terme di Sorano

Terme di Sorano

ჩვენი კომპანია, იტალიის ერთ-ერთი გამორჩეული და სამედიცინო ტურიზმის სფეროში ყველაზე მოთხოვნადი ცენტრის - Terme di Sorano-ს  ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში

სამედიცინო ტურიზმი სამკურნალო ვიზიტებთან ერთად გამაჯანსაღებელ და საპრევენციო შეთავაზებებსაც გულისხმობს. ბუნებრივია, HTI Center-ი            განსაკუთრებული ყურადღებით ირჩევს პარტნიორებს სამკურნალო-გამაჯანსაღებელი მიმართულებით.

ჩვენი კომპანია, იტალიის ერთ-ერთი გამორჩეული და სამედიცინო ტურიზმის სფეროში ყველაზე მოთხოვნადი ცენტრის - Terme di Sorano-ს  ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში.

თერმული კურორტი იტალიის გულში, სტუმართმოყვარე ტოსკანაშია განთავსებული. Terme di Sorano, სწორედ ის ადგილია, სადაც იტალიელები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ეპატიჟებიან სტუმრებს, ჩვეული გულღიობით მასპინძლობენ და ახალი ენერგიითა და სასიცოცხლო ძალებით დატვირთულებს აბრუნებენ სამშობლოში. იტალიელები ამბობენ: ტოსკანას უნიკალურ მიკროკლიმატს, შესანიშნავ სამზარეულოს და ადგილობრივ ღვინოს, შეუძლია განკურნოს პაციენტი ნებისმიერი ავადმყოფობისგან.

Terme di Sorano  ბრწყინვალე რეზიდენციაა, სადაც დამსვენებელი იღებს მომსახურების სრულ პაკეტს სამკურნალო-გამაჯანსაღებელი მიმართულებებით. ბიკარბონატის მაგნიუმის ტიპის თერმული წყალი, მუდმივად შენარჩუნებული 37,5 გრადუსამდე ტემპერატურით, განსაკუთრებულ სიამოვნებას ანიჭებს დამსვენებელს.

კურორტზე სპეციალური პროგრამაა გათვალისწინებული კუნთოვანი სისტემის, ართრიტისა და ართროზის, სახსრების დაავადებების მქონე პაციენტებისთვის, ასევე საუკეთესო მიდგომები ოპერაციების შემდგომი რეაბილიტაციისთვის, რეკომენდირებულია პერიფერიული და ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებების დროს და ზოგადი ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. 
კომპანია HTI Center-ი იზიარებს იტალიელთა გადაუჭარბებელ შეფასებას და სრული პასუხისმგებლობით უწევს რეკომენდაციას უნიკალურ კურორტ Terme di Sorano-ს სტუმართმოყვარე ტოსკანაში. ჩვენ გთავაზობთ სპეციალურ ფასებს და სრულყოფილ ტურისტულ მომსახურებას შესანიშნავ იტალიურ კურორტზე მოსახვედრად, დაუვიწყარი მოგონებებისა და ახალი სასიცოცხლო ძალების მობილიზებისათვის.

შეთავაზებები

ტეგები: