Check-up - რატომ არის მნიშვნელოვანი პროფილაქტიკური კვლევა?

Check-up - რატომ არის მნიშვნელოვანი პროფილაქტიკური კვლევა?

რა არის Check-up?

Check-up ჯანმრთელობის მდგომარეობის სწრაფი და ეფექტური გამოკვლევაა.

დიაგნოსტირების ამ თანამედროვე მეთოდის საშუალებით შესაძლებელია ორგანიზმში ფარულად მიმდინარე დაავადებისა თუ პათოლოგიის დროული გამოვლენა მაშინ, როცა სიმპტომები კლინიკურად ჯერ არ ვლინდება.

Check-up მედიკოსს ეხმარება ნებისმიერი დაავადება მართოს საწყის ეტაპზე.

კვლევა რეკომენდებულია ყველა იმ პრაქტიკულად ჯანმრთელი ადამიანისთვის, რომელსაც სურს აკონტროლოს ჯანმრთელობის მდგომარეობა ან გამორიცხოს ფარულად მიმდინარე დაავადების რისკი.

სკრინინგისას ექიმი ითვალისწინებს თქვენს ასაკს, გენეტიკურ და გარემო ფაქტორებს, ცხოვრების წესს. ტარდება ლაბორატორიული და რადიოლოგიური კვლევები.

როდის უნდა ჩავიტაროთ Check-up კვლევა?

რეკომენდებულია წელიწადში ერთხელ.

ყოველწლიური პროფილაქტიკური კვლევის მეშვეობით, ექიმს საშუალება ეძლევა, რომ შეაფასოს (ან დააკვირდეს) ორგანიზმში ნებისმიერი სახის ცვლილება, განსაზღვროს თქვენი ჯანმრთელობის სტატუსი და რისკის შემთხვევაში დროულად აღმოფხვრას პრობლემა.

რა უნდა იცოდეთ პროცედურის შესახებ?

კონსულტაციაზე ექიმი გაეცნობა თქვენს ისტორიას, მაგალითად, წარსულში გქონდათ თუ არა რაიმე სახის დაავადება, იმყოფებით თუ არა მედიკამენტურ მკურნალობაზე და სხვა.

პროგრამის ფარგლებში ჩატარდება სისხლისა და შარდის ლაბორატორიული ანალიზი, ელექტროკარდიოგრამა და სხვა რადიოლოგიური კვლევები, მაგალითად, გულმკერდის რენტგენი, მუცლის ღრუს ულტრაბგერითი კვლევა. ასაკისა და სქესის შესაბამისად, მედიკოსმა შესაძლოა დანიშნოს მამოგრაფია და PSA (პროსტატის სპეციფიკური ანტიგენი) ტესტი. ასევე შესაძლებელია საჭირო გახდეს ენდოსკოპიური კვლევები.

როგორც წესი, გამოკვლევის პასუხს იმავე დღეს გაიგებთ და შესაბამის რეკომენდაციასაც მიიღებთ.

აღსანიშნავია, რომ ნებისმიერ ლაბორატორიულ თუ ინსტრუმენტულ კვლევამდე ექიმი მოგცემთ შესაბამის რჩევას თუ როგორ მოემზადოთ კონკრეტული პროცედურისთვის, მაგალითად, სისხლის ანალიზისთვის პაციენტს ეკრძალება 12-14 საათით ადრე კვება, მუცლის ღრუს ულტრაბგერისთვის კლინიკაში მშიერი უნდა მიხვიდეთ და შარდის ბუშტი სავსე უნდა იყოს, მამოგრაფიამდე სასურველია მიიღოთ შხაპი, მაგრამ არ გამოიყენოთ კრემი, სუნამო ან სხვა მსგავსი პარფიუმერული ნაწარმი და სხვა.

Check-up პროგრამა წარმატებით ტარდება აჯიბადემის სამედიცინო ქსელში შემავალ კლინიკებსა თუ ამბულატორიულ ცენტრებში.

პროგრამა ხელმისაწვდომია როგორც სტამბოლში, ისე ანკარაში, ბოდრუმში, ბურსაში, ადანაში, ესქიშეჰირში, კაისერსა და ქოჯაელში მდებარე კლინიკებში.

ჩვენი კომპანიის საშუალებით, მიიღეთ სპეციალური ფასდაკლებები!

დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:

 Tel: (+995) 595380038;

 WhatsApp: (+995) 595380038;

 Viber: (+995) 595380038;

Telegram: (+995) 595380038;

 Skype: (+995) 595380038;

 Facebook: Health Tourism Int. Center

 Mail: hticenter18@gmail.com

 

წყარო:

https://www.acibadem.com.tr/en/in-acibadem/check-up/?fbclid=IwAR2lznYP8-LQae64LubIEB6Or7V8n_h5YHcQYQNb1L6-fxrB1OaTinmp7a8#undefined