ესთეტიკური მედიცინა

ესთეტიკური მედიცინა

სამედიცინო სერვისები - ესთეტიკური მედიცინის კუთხით - უცხოეთის მოქალაქეთა მხრიდან, დღეისათვის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებაა საქართველოში. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს -  მათ შორის მთავარი - ხელმისაწვდომი პროცედურებია. თუმცა,  მხოლოდ აღნიშნული  საკმარისი არ არის, თუკი შესაბამისი ხარისხი არ არის გარანტირებული. მსოფლიოში,  ყველა დროში იყო პოპულარული გაახალგაზრდავების პროცედურები - ჯერ კიდევ ძველი ეგვპიტიდან დაწყებული და კლეოპატრას ცნობილი რძის აბაზანებით დასრულებული. ამ დროიდან მოყოლებული დღემდე, ესთეტიკური მედიცინის დარგი სწრაფად და ინოვაციურად ვითარდებოდა,  XX საუკუნე კი დარგის აღორძინების ხანად ითვლება. განსაკუთრებით თვალშისაცემია ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე მომხდარი ცვლილებები.  სფერო გამუდმებით ვითარდება, ამიტომაც აუცილებელია ესთეტიკურ მედიცინის დარგში მოღვაწე ან უბრალოდ, ამ თემებით დაინტერესებულ ადამიანებს მის პულსზე ეჭიროთ ხელი, რათა არ გამორჩეთ მნიშვნელოვანი სიახლეები. ჩვენ სწორედ ამ კრიტერიუმით ვირჩევთ კლინიკებს და გთავაზობთ მაღალი ხარისხის მომსახურებას გონივრულ ფასად. ასეა დღესაც - ჩვენთან მიიღებთ ყველაზე აქტუალურ ტრენდებს და ტენდენციებს. ჩვენ ვიცით, რა სურვილები აქვთ პაციენტებს, სად გადის ზღვარი ბუნებრივსა და ხელოვნურს შორის და რა მოეთხოვებათ ექიმებს. კოსმეტოლოგები, ვიზაჟისტები და პლასტიკური ქირურგები, რომელთაც ჩვენი ცენტრი უწევს რეკომენდაციას, სრულად შეესაბამებიან მსოფლიოს უმაღლესი კლასის ესთეტიკური მედიცინის სტანდარტებს. ისინი შეძლებენ თქვენი ოცნებების ახდენას. 

ტეგები: